Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც ფანჯრიდან დაინახა სპეცრაზმი, გამოსულიყო და ჩამჯდარიყო მანქანაში წყნარად, – არ იცოდა, რომ იქიდან ხელცარიელი არ წავიდოდნენ?!

მარშალ პრესი 16/07/2022
სოსოია

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ‘სუს”-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“სოსო გოგაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იყო.
როდესაც ფანჯრიდან დაინახა სპეცრაზმი, გამოსულიყო და ჩამჯდარიყო მანქანაში წყნარად, – არ იცოდა, რომ იქიდან ხელცარიელი არ წავიდოდნენ?!
ამ შემთხვევაში, შინაარსთან ერთად, ფორმასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს:
ამხელა თანამდებობის პირს (თუნდაც ყოფილს!) ასე ნარკობარიგასავით რომ გადაუგრიხავენ ხელებს, ძალიან დიდი დაცემაა მისთვის!
თუ დაიბარეს, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადებულიყო სუსში, – ეს წივილ-კივილი რაღა იყო?!
ჰო, დაკავების ვიდეო სუსს არ გაუვრცელებია, გოგაშვილის მეუღლის გადაღებულია.
P. S. სპეცსამსახურის ხელმძღვანელს კი არა, ნებისმიერ თანამშრომელს პასუხისმგებლობა გააზრებული აქვს და სამსახურიდან წასვლის შემდეგაც, როგორც წესი, ენას კბილს აჭერს.
თუმცა, მე პროფესიონალებს და სპეცსამსახურის სპეციფიკისთვის აუცილებელ პროფესიონალიზმს ვგულისხმობ!” – წერს მძინარაშვილი

Post navigation

Previous: “სუს”-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააპატიმრეს (ვიდეო)
Next: ვასილ მაღლაფერიძე – სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ სამშობლო დაიცვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.