IMG.GE IMG.GE

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოდან გერმანიაში ჩასული ვიზიტორები კარანტინს არ გაივლიან.

უწყების ცნობით 2020 წლის 15 ივნისს, გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ აამოქმედა ახალი კარანტინის ჩარჩო დადგენილების შესახებ, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გავლას. ამ სიაში კი საქართველო არ მოხვდა.

„აღსანიშნავია, პანდემიასთან მიმართებაში საქართველოში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა არ არის ამ სიაში და შესაბამისად, საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის არ დგება კარანტინში გადასვლის აუცილებლობა”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია დავით ზალკალიანს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა შეხვედრაზე გააცნო.

„ამასთან, გერმანიის მთავრობა, ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ცალკეულ ქვეყნებთან და რეგიონებთან მიმართებაში ამზადებს ინდივიდუალურ სამოგზაურო რეკომენდაციებს და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება მისცემს მათ საშუალებას, უახლოეს მომავალში, პოზიტიურ ჭრილში გადაწყვიტოს აღნიშნული საკითხი“, – აღნიშნულია განცხადებაში

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება