Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას

მარშალ პრესი 27/11/2026
tengiz sharmanashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, თენგიზ შარმანაშვილის შეფასებით, ზურაბაშვილი-გალუზინის მინსკში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, რუსული მხარის პოზიცია არალოგიკურია.

შარმანაშვილი მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, დასაბუთების გარეშე ქართული ღვინის დასანქცირება და ამ ფონზე, უნივერსიტეტებს შორის მეგობრობის შეთავაზება, მხოლოდ ოპოზიციას გამოადგება პიარისთვის.

“რუსების პოზიცია ყველამ ვნახეთ, ეს, რბილად რომ ვთქვათ ძალიან არალოგიკური პოზიციაა – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ ჩემს ქვეყანაში და ეკონომიკური საქმიანობა გასწიონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე, კონკრეტულ, რეალურ დასაბუთებას არ მოვიტან – უბრალოდ ვიტყვი რაღაც ფრაზას, დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას, რომ თავისი პიარი დააფუძნონ, თორემ, რაიმე სერიოზული ლაპარაკი ამ ვითარებაში, ამ ფონზე, არის ყოვლად წარმოუდგენელი,” – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმ

Post navigation

Previous: კახა კალაძე: რუსული მხარე ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს, მეორე მხრივ გვეუბნება, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობრონ – ეს ხომ არალოგიკურია, და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. იმედი მაქვს, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება
Next: გამრეკელის ქუჩაზე „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.