Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • მსოფლიო

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს დიდი ოცეულის სამიტზე ეპატიჟება

მარშალ პრესი 27/11/2026
trampi da putini trump-putin

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს დეკემბერში ფლორიდაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასწრება შეუძლია, თუ ამის სურვილი ექნება.

ამასთან, ტრამპის თქმით, არ იცის, მიიღებს თუ არა პუტინი სამიტში მონაწილეობას და თავადაც ეჭვი ეპარება, რომ რუსეთის პრეზიდენტს აშშ-ში ჩასვლა სურდეს.

„თუ მას ჩამოსვლა სურს, რა თქმა უნდა, შეუძლია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ხუთშაბათს. მისი თქმით, ზოგიერთი ლიდერი პუტინის სამიტზე ყოფნით უკმაყოფილო იქნება, თუმცა თავად რუსეთის პრეზიდენტის მონაწილეობას მიესალმებოდა.

„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მსურს, რომ ის ჩამოვიდეს“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, პალმ-ბიჩში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში.

კრემლში ხუთშაბათს განაცხადეს, რომ პუტინის სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გასულ კვირას ტრამპთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ სამიტზე დასწრების საკითხს განიხილავდა და გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში გამგზავრების გადაწყვეტილების მიღებისას რუსეთში არსებულ ვითარებასაც გაითვალისწინებდა.

„დიდი ოცეულის“ სამიტი ფლორიდაში 14-15 დეკემბერს გაიმართება.

Post navigation

Previous: საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
Next: „პოლიტიკური თეატრი“ და უთანხმოება – ევროკავშირის ლიდერებმა მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.