Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მოსახლეობა გაიყვანეს

მარშალ პრესი 27/11/2026
lailashi

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, უსაფრთხოების მიზნით, საფრთხის შემცველი ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მეწყრული ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გაყვანილია 17 ოჯახი, დაახლოებით 35 ადამიანი. მოსახლეობის ნაწილისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საცხოვრებელ ფართებში ქირით განთავსება.

სტიქიის შედეგად ოთხი საცხოვრებელი სახლი დაინგრა. ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფის სპეციალისტები და სწავლობენ არსებულ მდგომარეობას. სტიქიის ზონაში უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სხვა პასუხისმგებელი სამსახურები. მიმდინარეობს ვითარების მუდმივი მონიტორინგი.

Post navigation

Previous: ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს
Next: საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.