ბათუმში დაკავების ოპერაციის დროს ეჭვმიტანილი მეორე სართულიდან გადახტა

385
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ბათუმის ბულვაში მდებარე კაფეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილმა დაკავებისას გაქცევა სცადა და მეორე სართულიდან გადახტა, პოლიციამ მოასწრო გასაბერი ლეიბის დადგმა და გადმოხტომის შემდეგ სწორედ ამ ლეიბზე დაეცა და დაზიანებები არ მიუღია.

რაც ეხება დანაშაულს, მკვლელობა 21 ივლისს, ბათუმში მდებარე კაფე “ვივა ლათინო”-ში მოხდა, რა დროსაც იქ მყოფმა სტუმარმა ბარის დაცვის თანამშრომელი, 55 წლის მამაკაცი მოკლა.

რეკლამა
მოწონება