Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

კომუნიკაციების კომისიამ თერჯოლის მერიის თანამშრომლებს ხელოვნურ ინტელექტზე ტრენინგი ჩაუტარა

მარშალ პრესი 27/11/2026
5050

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

კომუნიკაციების კომისიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ტრენინგი თემაზე – „ხელოვული ინტელექტი და მისი პრაქტიკული გამოყენება“ ჩაატარა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს AI ტექნოლოგიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მისი შესაძლებლობები და გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოყენებაზე, რომლებსაც დასაქმებულები სამუშაო პროცესში გამოიყენებენ. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ტრენინგები ტარდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სამიზნე სოფლებში: ბროლიქედში, გოდოგანში, დელტასუბანში, ეწერში, ვარდიგორაში, თავასაში, თუზიში, კაკაბაურში, ნავენახევში, ნაგარევში, სკანდეში, ჩიხორსა და ჭოგნარში.

Post navigation

Previous: ტერესა მორეირა: საქართველომ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა
Next: ცივილიზაციური უფსკრული არა მხოლოდ იმაშია, რომ ბრიუსელის მმართველი ძალა ევროკავშირს მის ღირებულებით საწყისებს აცილებს, არამედ იმაშიც, რომ ტყუილს და მთელი ქვეყნისთვის საჯაროდ ცილის წამებას საგარეო პოლიტიკის დასაშვებ ინსტრუმენტად წარმოაჩენს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.