Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მხოლოდ და მხოლოდ გულუბრყვილოს შეიძლება ეგონოს, რომ რასა იუკნევიჩიენეს ან მარტა კოსს აინტერესებს, პაატა ბურჭულაძე ციხეში იქნება თუ გარეთ

მარშალ პრესი 27/11/2026
giorgi volski

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

მხოლოდ და მხოლოდ გულუბრყვილოს შეიძლება ეგონოს, რომ რასა იუკნევიჩიენეს ან მარტა კოსს აინტერესებს, პაატა ბურჭულაძე ციხეში იქნება თუ გარეთ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუკი ვინმეს კონსტრუქციული დიალოგი სურს, ამისთვის უნდა დაჯდეს მოლაპარაკებათა მაგიდასთან და თითის ქნევით არ ელაპარაკოს კონკრეტულ ქვეყანას, რომ მას რაღაც არ მოსწონს.

„აი, ვთქვათ, ვიღაც ამბობს: იცით რა, ჩვენ ასეთი კურსი გვაქვს. კანონს დაარღვევ – დაგიჭერენ ამერიკაშიც და საქართველოშიც და ნებისმიერ ქვეყანაში. ვერავინ დაგვისახელა, რომ დარღვევის გარეშე ვინმეს რამე პასუხი მოეთხოვა. თუკი მიმაჩნია, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ უნდა არსებობდეს, ლგბტ პროპაგანდა არ უნდა იყოს, რა გინდა, რატომ მედავები?! რატომ გადამეკიდე მტრად ამის გულისთვის?! მითხარი, რომ მოდი, ამ თემაზე ვილაპარაკოთ. მტრად რატომ გადამეკიდე?! რატომ დაიძაბე?! რატომ შემოდიხარ ფულით და ამ რესურსით, რომ როგორმე აქ რევოლუცია მოახდინო?!“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს . არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან
Next: ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი განსაცდელი უკვე გავიარეთ და ახლა ქვეყნის შენებაა საჭირო
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.