Skip to content
27/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

მარშალ პრესი 26/11/2026
5050

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რაც შემდგომში უკვე პოლიციასთან დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, თურქმა გულშემატკივრებმა სტადიონზე პალესტინის დროშა გადმოფინეს და ისრაელის საწინააღმდეგო შეძახილები დაიწყეს, რასაც მოწინააღმდეგე მხარის პროტესტი მოჰყვა.

გულშემატკივრებმა სტადიონის ინვენტარი დააზიანეს.

სამართალდამცველებმა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. შექმნილი ვითარების გამო, საფეხბურთო მატჩი დროებით შეწყდა.

ცნობილია, რომ უეფა-ს გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო, ამიტომ მატჩის ბათუმში ჩატარება გადაწყდა

Post navigation

Previous: კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ეს ყველაფერი იფუთებოდა, თითქოს კეთილი საქმეები უნდა გაეკეთებინათ, რეალურად კი დაქირავებული აგენტურა იყო
Next: თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს . არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.