Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა

მარშალ პრესი 26/11/2026
meet indian

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა.

შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

საუბარი შეეხო აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით ტურისტულ სააგენტოებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას; ყურადღება დაეთმო ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების შესაძლებლობებს, განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვისას ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებასა და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. ასევე განიხილეს კულტურულ დაწესებულებებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები.

Post navigation

Previous: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
Next: კახა კალაძე რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ: ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და პრინციპულად მნიშვნელოვანია სამართლიანი დამოკიდებულება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.