Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 26/11/2026
prokuratura

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჭიათურაში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხი პირი დამნაშავედ ცნო. კერძოდ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის განაჩენით, ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, ხოლო ორი პირი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 9 სექტემბრის განაჩენით.

მითითებულ საქმეზე ოთხი მსჯავრდებულიდან ერთმა თავად გამოთქვა სურვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე. დანარჩენი სამი მსჯავრდებულის პოზიციის გარკვევის მიზნით, მათი ოჯახის წევრების ინფორმირებისა და პროკურატურაში შეხვედრის ორგანიზების უზრუნველსაყოფად, დახმარებისთვის მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის თანამშრომლებს.

თანამშრომლებმა ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოცხადება და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრა.”- ნათქვამია განცხადებაში.

Post navigation

Previous: საერთაშორისო კონფერენციაზე ტურისტული პროდუქტის პოზიციონირების, განვითარებისა და სხვადასხვა ახალი ინიციატივის შესახებ მთელი მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები იყო წარმოდგენილი – მაია ომიაძე
Next: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.