სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით

123
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ხაზგასმულია მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები, რომელიც საქართველომ განხორციელა მართლმსაჯულების სისტემაში, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით და ზოგადად ეკონომიკური კუთხით.

„აღნიშნულია და ხაზგასმულია, რომ საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო და პრაქტიკულად მოწინავე რიგებში ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. ასევე, ბიზნესისთვის თავისუფალი სივრცის შექმნის თვალსაზრისით, ეს პოზიტიურია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, ანგარიშში რა თქმა უნდა საუბარია გამოწვევებსა და შემდგომ რეფორმებზეც.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკითხები, სადაც საჭიროა შემდგომი რეფორმირება და ცვლილებები, ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად განვახორციელოთ სისტემურად და გრძელვადიანად. ამ თვალსაზრისით ჩვენ მზად ვართ, რომ პარტნიორებთან ერთად განვაგრძოთ მჭიდრო თანამშრომლობა და მუშაობა. როდესაც საუბარია კონკრეტულ მოწოდებაზე, ჩვენ ყურადღებით ვისმენთ რჩევებს და რეკომენდაციებს. არის საკითხები, სადაც ჩვენ უნდა განვაგრძოთ შემდგომი რეფორმიერება. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შესაბამისი რაოდენობა, რომ დროში შეფერხების გარეშე განიხილონ. ასევე, განიხილონ ყოველგვარი შეყოვნების გარეშე. მოსამართლეთა რაოდენობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავები არ შეყოვნდეს, უფრო კომპეტენტურად და შინაარსობრივად განიხილონ საკითხები. ამიტომ ავირჩიეთ ჩვენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარდგნენ უზენაეს სასამართლოში, რადგან სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა არის საქმეთა დიდი რაოდენობა და მოსამართლეთა სიმცირე. ამ საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი მექანიზმი არის სწორედ მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა, რომლებიც შეფერხების გარეშე შეძლებენ, საკითხები კომპეტენტურად გადაჭრან“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება