Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლას დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა

მარშალ პრესი 26/11/2026
received_1513966357242928

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ, რომელსაც წელს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა.

სტუმრები გაეცნენ სკოლის STEM მიმართულებით მომუშავე კლუბის წევრთა საქმიანობას, დაათვალიერიეს კომპიუტერული ლაბორატორია, ანა ბერძენიშვილის სახელობის სკოლის ბიბლიოთეკა და პედაგოგებს შეხვდნენ.

სკოლის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და გამორჩეული კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სკოლის ისტორია და სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა რეგიონის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 1846 წლის 14 აპრილს გაიხსნა.

სკოლამ, არსებობის ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, ქვეყანას არაერთი თვალსაჩინო მეცნიერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე აღუზარდა, მათ შორის არიან: ექვთიმე თაყაიშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, აპოლონ წულაძე, ანზორ ერქომაიშვილი და სხვა მრავალი გამორჩეული კურსდამთავრებული.

Post navigation

Previous: გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
Next: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სომეხ კოლეგას სრბუჰი გალიანს შეხვდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.