Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი – რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი

მარშალ პრესი 26/11/2026
irakli kobakhidze10

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %, ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ, გვჭირდება თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ის საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ქართულ მხარეს დიალოგში ექნება მუდმივად პრინციპული პოზიცია. მისივე განცხადებით, ასევე არის ე.წ. პოზიტიური საკითხები და ტექნიკური საკითხები.

„რაც შეეხება ზოგადად ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მდგომარეობა არის ურთულესი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 %. ეს არის საწყისი წერტილი, რაც მემკვიდრეობით გადმოვიბარეთ ჩვენ, სამწუხაროდ. ეს არ არის ჩვენს მიერ შექმნილი მოცემულობა, ეს მემკვიდრეობა გადმოვიბარეთ ჩვენ მემკვიდრეობით, რაც ძალიან მძიმე მოცემულობაა. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული, ე.წ. აღიარება აქვს განხორციელებული, შესაბამისად სტატუს-კვო არის უმძიმესი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება ბუნებრივია თანმიმდევრული მიდგომით, მოთმინებით მუშაობა.

ამ დიალოგში არის ერთი ეს საკვანძო პრინციპული საკითხი, რაზეც ბუნებრივია ჩვენ მუდმივად დავაფიქსირებთ პრინციპულ პოზიციას და გვესმის, რომ აქ მოკლევადიან პერსპექტივაში შედეგი ვერ მიიღწევა – ეს ერთი. არის მეორე ე.წ. პოზიტიური საკითხები, რაზეც ჩვენ იმ შემთხვევაში შეიძლება წავიდეთ, თუ დავინახავთ, რომ ამის მიზანი არ არის ოპოზიციისთვის ენერგიის მიცემა, ხელისუფლების დასუსტება – ეს მეორე და მესამე – არის ტექნიკური საკითხები, რაზეც ასევე მნიშვნელოვანია საუბარი და ამაზე გაგრძელდება დიალოგი, ამასთან დაკავშირებით უფრო ადვილია პროგრესის მიღწევა,“- აღნიშნა პრემიერმა.

Post navigation

Previous: პრემიერი – ნებისმიერი, თუნდაც ტექნიკური საკითხის მოგვარება შეიძლება იყოს გასაღები ირიბად, საბოლოო ჯამში იმ მიზნის მიღწევამდე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაცია, ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა, ჩვენ მოთმინებით, თანმიმდევრულად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ყველა საკითხთან დაკავშირებით
Next: გია აბაშიძე: „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.