Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეკატერინე ადამიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 26/11/2026
05

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე ეკატერინე ადამიამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაში ბავშვთა ტყვიის ზედამხედველობის სისტემის ინტეგრირებასა და ამ მიმართულებით საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდისა და „ბავშვთა გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის კოლაბორაციის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.

როგორც ეკატერინე ადამიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ სამეცნიერო მტკიცებულებები პრაქტიკულ ქმედებებად ექცია და ბავშვებში ტყვიის ზედამხედველობა როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში, ისე პირველადი ჯანდაცვის სისტემაში ეფექტურად ინტეგრირებულიყო. გენერალური დირექტორის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა იმ მულტიდისციპლინურ მიდგომაზეც, რომელსაც ქვეყანა ტყვიის ექსპოზიციის წყაროების გამოსავლენად და აღმოსაფხვრელად იყენებს.
პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს საცხოვრებელი გარემოს, საკვებისა და წყლის, საყოფაცხოვრებო პრაქტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების კომპლექსური კვლევის შედეგები, რაც ბავშვების დაცვას მონაცემებზე დაფუძნებული პრევენციითა და პარტნიორობით უზრუნველყოფს.

პეკინში გამართული გლობალური კონფერენცია მოიცავს პანელურ დისკუსიებსა და თემატურ სესიებს. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და მკვლევრებმა ბავშვთა ჯანმრთელობაზე გარემოს მავნე ზემოქმედების შემცირების გზებზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და ამ მიმართულებით გლობალური თანამშრომლობის გაძლიერებაზე იმსჯელეს.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – ორად ორი ქვეყანაა, რომელსაც პრინციპულად არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, ეს არის საქართველო და უკრაინა, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბუნებრივი ბარიერი და ვერ აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები
Next: პრემიერი – „ისკანდერი“ დიდხანს ჰქონდათ გადამალული, როგორც მტკიცებულება და შემდეგ ძლივს ვიპოვეთ ეს მტკიცებულება, რომელიც წარვადგინეთ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.