სტრასბურგის სასამართლომ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახულების დატანება გამოხატვის თავისუფლებად ჩათვალა

1698
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

სტრასბურგის სასამართლომ პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახულების დატანება გამოხატვის თავისუფლებად ჩათვალა და დაადგინა, რომ ქართულმა სასამართლომ დაარღვია  მეათე მუხლი, რაც გამოხატვის თავისუფლების დარღვევას გულისხმობს.

“აიისას” საქმეში – პრეზერვატივების მწარმოებელი სტარტაპის დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ, რომლის უფლებებსაც GDI იცავდა, საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო.

დავა შეეხებოდა საქართველოში “აიისას”-თვის დაკისრებულ ჯარიმებს და საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე არსებული წარწერები და გამოსახულებები არღვევდა კანონს რეკლამის შესახებ და იყო არაეთიკური იმის გათვალისწინებით, შეურაცხყოფდა რელიგიას.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება