Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

მარშალ პრესი 26/11/2026
mixeil kavelashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული დღის დაწესების მნიშვნელობაზე, ინსტიტუტის როლსა და საარჩევნო მოხელეთა საქმიანობაზე ისაუბრა.

„ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებზე დგას. საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი წყარო ქართველი ხალხია, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაცია არის ის საკვანძო სახელმწიფოებრივი რგოლი, რომელიც თითოეული მოქალაქის ნებას ასახავს. არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებასთან ერთად, თქვენი უწყება წარმატებით ემსახურება საარჩევნო კულტურის განვითარებასა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მომავალი თაობების ცნობიერების ამაღლებას. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმზე, კანონისადმი და საქმისადმი ურყევ ერთგულებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოებრივი სტაბილურობა. გასული წლების განმავლობაში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ განვითარების რთული, ამავდროულად შთამბეჭდავი გზა განვლო. დღეს ის წარმოადგენს მოდერნიზებულ, საერთაშორისო სტანდარტების ინსტიტუტს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საარჩევნო ადმინისტრაციის განვითარების პროცესს, ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასა და თანამშრომელთა პროფესიონალიზმს.

მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.

ღონისძიების მონაწილეებს  სიტყვით ასევე მიმართეს   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – კანონის უზენაესობა, მიუკერძოებლობა და გამჭვირვალობა ცესკოს მუშაობის ქვაკუთხედია, არჩევნების გზით მოქალაქეთა ნების თავისუფალი გამოხატვა დემოკრატიის არსია, ამიტომ გამართული საარჩევნო პროცესი ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის საყრდენია
Next: დავით ქართველიშვილი: მინსკში დასრულებული რუსეთ-საქართველოს დიალოგის პირველი რაუნდის შემდეგ, აშკარად იგრძნობოდა მოსკოვის ნოსტალგია სააკაშვილის რეჟიმის მიმართ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.