Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი თემატური სესიებით გრძელდება

მარშალ პრესი 26/11/2026
ge-ar forum

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის თემატურ სესიებზე იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს მოუსმინეს. ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ ღონისძიების მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს იუსტიციის სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმებისა და დანერგილი სიახლეების შესახებ.

ლანა მორგოშიამ სომეხ კოლეგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და აღნიშნა, რომ სამართლის უზენაესობის განმტკიცება, ადამიანის უფლებების დაცვა, ხელმისაწვდომი სერვისები და ციფრული ტრანსფორმაცია უწყების ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის მნიშვნელობის შესახებ ბავშვთა უფლებების დაცვისათვის. ლანა მორგოშიამ ხაზი გაუსვა, აგრეთვე, იუსტიციის სახლების როლს სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა მობილური იუსტიციის სახლის პროექტზეც, რომელიც მომსახურებას რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მცხოვრებ მოქალაქეებს აწვდის და აღინიშნა, რომ ინიციატივამ უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება – მას  „კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი“ მიენიჭა ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოებაზე (EPSA).

საქართველოს გამოცდილება და ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში მიღწეული პროგრესი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავას მოხსენების ძირითადი თემა. მინისტრის მოადგილის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენება კვლავ რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად.

თამარ ზოდელავამ ისაუბრა ისეთ ინოვაციებზე, როგორიცაა: კვალიფიციურ ელექტრონული ხელმოწერა და ელექტრონული შტამპი, ახალი თაობის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, „გონიერი კონტრაქტი“ და უძრავი ქონების სფეროს ტოკენიზაცია.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისათვის და აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის წარმატებული თანამშრომლობა ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის სფეროში.

სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი ყოველწლიურად ტარდება და მას თბილისი და ერევანი მონაცვლეობით მასპინძლობენ. წლევანდელი, რიგით მე-7 ფორუმი ორი დღის განმავლობაში თემატური სესიების ფორმატში იმუშავებს. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება მართლმსაჯულების სფეროში.

Post navigation

Previous: პრემიერი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრაზე: „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები – გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტურად რეალური შეიძლება იყოს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, ეს საკითხი ამოიწურება
Next: ირაკლი კობახიძე – დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა დიფსთეითი, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.