Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში „UITP ევრაზიის ურბანული სარკინიგზო ფორუმი გაიმართა

მარშალ პრესი 26/11/2026
uitp forumi tbilishi

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მასპინძლობით, თბილისში „UITP ევრაზიის ურბანული სარკინიგზო ფორუმი – 2026“ (UITP Eurasia Urban Rail Forum – 2026) ჩატარდა. 

ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის  (UITP) მეტროპოლიტენის კომიტეტის 54-ე და მეტროპოლიტენის დივიზიის 103-ე შეხვედრა, ასევე, UITP-ის ევრაზია MENA-ს ურბანული სარკინიგზო პლატფორმისა და UITP-ის ევრაზიის საბჭოს შეხვედრები გაიმართა. 

პროგრამა მოიცავდა კომიტეტისა და დივიზიის სხდომებს, სამუშაო სესიებს, ქსელურ ღონისძიებებსა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დეპოში ტექნიკურ ვიზიტებს. 

ღონისძიების მიზანს ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება და სექტორის წინაშე არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა წარმოადგენდა. 

ფორუმი საზოგადოებრივი ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის  პრეზიდენტმა გოტიე ბროდეომ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი და თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯაიანი. 

„თბილისის მეტროს ქალაქის სატრანსპორტო ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ყოველდღიურად ათასობით მოქალაქის გადაადგილებას უზრუნველყოფს და დედაქალაქის ურბანული ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. ამ სისტემის განვითარება მოითხოვს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ გრძელვადიან ხედვას, სწორ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, ეფექტიან მართვასა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ისეთი პლატფორმის არსებობა, როგორიცაა „UITP ურბანული სარკინიგზო ფორუმი“. აქ შესაძლებლობა გვაქვს, ერთმანეთს გავუზიაროთ როგორც წარმატებული პროექტები და მიღწევები, ისე ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ჩვენი ქალაქები და სატრანსპორტო ოპერატორი კომპანიები ყოველდღიურად ვდგავართ“, – განაცხადა გიორგი შარკოვმა. 

მონაწილეებმა ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ურბანული სარკინიგზო სისტემების დაფინანსებისა და რეგულირების მოდელები,  სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაცია, ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის მართვა და მოვლა-პატრონობა, მდგრადი და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო გადაწყვეტილებები, ასევე, მგზავრებზე ორიენტირებული და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 2006 წლიდან წარმოადგენს UITP-ის წევრ ორგანიზაციას და ასოციაციასთან თანამშრომლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის, განსაკუთრებით, ურბანული სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას, პროფესიულ ღონისძიებებში მონაწილეობასა და UITP-ის საერთაშორისო ქსელში აქტიურ ჩართულობას.

„UITP ევრაზიის ურბანულ სარკინიგზო ფორუმში“ მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეტროპოლიტენებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპერატორი კომპანიების, საჯარო უწყებების, ინდუსტრიის, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. 

Post navigation

Previous: თამთა მეგრელიშვილი: არსებობს კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, ამ კითხვების იგნორირება დაუშვებელია და მათი უპასუხოდ დატოვება ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსული საქმის შესრულების მიზნითა და დავალებით მოვიდა
Next: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ თემურ კუპატაძე დაინიშნა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.