Skip to content
26/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის

მარშალ პრესი 26/11/2026
levan machavariani

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ვერანაირი სინანული ვერ დავინახეთ მათი მხრიდან იმ ამაზრზენ დანაშაულებთან დაკავშირებით, რაზედაც სასამართლოში განხილვები მიდის. შესაბამისად, მათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეთ ხელში, იმაზე უარესს დაატრიალებენ ვიდრე იმ 9 წლის განმავლობაში ატრიალებდნენ, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

მინდა პირობითად ორ ნაწილად გავმიჯნო: როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ – ამდენი დანაშაული, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ადამიანების წამება, გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი და ა.შ. და მეორე ნაწილი, როდესაც ისინი კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით არიან ოპოზიციაში და მუდმივად არის მათი მხრიდან მცდელობა ქვეყნის რყევის, რევოლუციების. არცერთი არჩევნები არ არის თურმე ლეგიტიმური, ყველაფერი იყო გაყალბებული, მუდმივად პროცესების ქუჩაში გადატანის სურვილი, ქვეყნის ჯანჯღარი – ეს უნდა დასრულდეს. მათი მთლიანი მოღვაწეობა არაკონსტიტუციურია“, – აღნიშნა მან.

მაჭავარიანი გამოეხმაურა ანა წითლიძის განცხადებას, რომ ადეიშვილის ნამოქმედარის გამო, მას პოლიტიკური საქმიანობა არ უნდა აეკრძალოს.

„როდესაც ნიურნბერგის პროცესი მიმდინარეობდა, ზუსტად ანალოგიურს აცხადებდნენ ის ბატონები, რომლებსაც ამხელა დანაშაული ჰქონდათ კაცობრიობის წინაშე – რა ჩვენი ბრალია, ცალკეული პოლიტიკოსების გადაწყვეტილება იყოო. ერთი ერთში იმეორებენ ნაცისტური პარტიის ნარატივს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: გიორგი ზურაბაშვილი: რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა თითქოსდა უვნებელი საკითხები, რომელსაც თუ დააკვირდებით ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და ენერგიას მატებს ოპოზიციურ ძალებს
Next: ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: პაატა ბურჭულაძემ და მისმა მეგობრებმა საქართველოს მთავრობა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მაშინ როცა ის დემოკრატიულად არის არჩეული
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.