Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შაკო კუჭაშვილი ირაკლი წულაიაზე: ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა

მარშალ პრესი 25/11/2026
shako

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი და ოპოზიციის პროპაგანდისტ ირაკლი წულაიას შეწყალების შესახებ 2008 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებულ განკარგულებას აქვეყნებს, რომელსაც ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს.

კუჭაშვილის თქმით, წულაია სწორედ იმიტომ კადრულობს ყველაფერს, რომ კომპრომეტირებული ფიგურაა და მის შესახებ ბევრი რამ იციან. მისივე თქმით, წლებია, ირაკლი წულაია დაკავებულია მმართველი რგოლის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების და იმ ადამიანების გაშავებით, რომლებიც საქართველოს ემსახურებიან და აცხადებს, რომ ყველა იმ პირის მდგომარეობაში შედის, ვინც ამ კომპრომატების გამო საკუთარ სამშობლოს გროშებად ყიდის.

„არაფხიზელი პროპაგანდისტი ირაკლი წულაია არ ეშვება დეზინფორმაციის გავრცელებას. ამჯერად იერიში პირადად ჩემზე მოიტანა. კარგია, საამაყო ხალხთან ერთად რაღაც სქემაში გამხვია – ბრალდებას არც ვუპასუხებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ. ჩემთვის მთავარია, საზოგადოების სრული ინფორმირება მოვახდინო ამ პერსონის შესახებ, ვინაიდან ის წლებია დაკავებულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების, მმართველი რგოლისა და იმ ადამიანების გაშავებით, რომლებიც ქვეყანას ემსახურებიან!
ჩემ მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პროპაგანდისტი ირაკლი წულაია გასულ წლებში მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეიწყალა. ახლა სწორედ ამიტომ კადრულობს ყველაფერს, რადგან კომპრომეტირებული ფიგურაა და მის შესახებ ბევრი რამ იციან.
ეს ადამიანი წლების განმავლობაში თვალებში ნაცარს გვაყრიდა, თითქოს ანტიმიშა იყო, სინამდვილეში კი სააკაშვილის აქტიური ფანია მას შემდეგ, რაც მიშამ მას თავისუფლება უწყალობა. ცხადია, ძალიან განვიცდი მის მდგომარეობას, როგორც სააკაშვილის ბანდის მიერ კომპრომეტირებული საბრალო ადამიანის მდგომარეობას. ასევე შევდივარ ყველა იმ პირის მდგომარეობაშიც, ვინც ამ კომპრომატების გამო საკუთარ სამშობლოს გროშებად ყიდის,“ – წერს შაკო კუჭაშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – 2013 წელს ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოში მედიცინის განვითარებაში
Next: გიორგი ზურაბაშვილი: მოლოდინი მქონდა, რომ ღვინოზე სანქციები და შეზღუდვები იქვე მოიხსნებოდა, ნაცვლად ამისა ბატონმა გალუზინმა მაცნობა, რომ კიდევ ორი ქართული ღვინის კომპანიის დასანქციერაბას აპირებენ. რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.