Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მარშალ პრესი 25/11/2026
prokuratura

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“, საიდანაც 10 ცალად დაფასოებული, 4,7744 გრ. რუსთავში, რამდენიმე ლოკაციაზე განათავსა. ხოლო 35 ცალად დაფასოებული 13,65 გრ. თბილისში, სპეციალურ სამალავში შეინახა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები თბილისსა და რუსთავში რამდენიმე ადგილიდან ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Post navigation

Previous: 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძის თანაორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარების მიუხედავად, ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს კვლავ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს
Next: არჩილ გორდულაძე: “ნაცმოძრაობის” დღევანდელი განცხადება არის სასამართლო სხდომაზე მათ მიერ გამოვლენილი უტიფრობისა და უბადრუკობის გაბათილების უბადრუკი მცდელობა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.