Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს – დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან

მარშალ პრესი 25/11/2026
guram macharashvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

„ღიმილის მომგვრელს“ უწოდებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მხრიდან გაერთიანების მცდელობას. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიციას მისივე ამომრჩეველი არ უჭერს მხარს და ამის მიზეზია ის, რომ ხალხი არ ემხრობა რევოლუციას, გადატრიალებასა და არეულობას.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, პარტია, რომელიც პოლიტიკაში არჩევნების გზით ვერ მოდის და ამას აღიარებს, ცდილობს ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოსვლას. ასეთი ძალის პოლიტიკაში არსებობა კი, მისი თქმით, დაუშვებელია.

„ღიმილის მომგვრელიც კი გახდა ოპოზიციის მხრიდან მასშტაბური აქციების დაანონსება. თავადაც ვერ თვლიან უკვე მერამდენედ დააანონსეს აქცია და შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ მისული ადამიანების რაოდენობა იმის საშუალებასაც არ იძლევა, რომ ერთმანეთს დაელაპარაკონ. ეს იმიტომ ხდება, რომ ნაცმოძრაობისა და მისი განშტოებების მიმართ მათივე ამომრჩეველმაც იმდენად დაკარგა ნდობა, რომ შეიძლება ისინი პოლიტიკურად მხარს არ უჭერდნენ ხელისუფებას, თუმცა რადიკალურ პროცესებს – დამხობას, მთავრობის შენობაში შეჭრასა და კრიმინალურ ქმედებებს მკვეთრად ემიჯნებიან.

გარდა ამისა, ნაცმოძრაობამ და მისმა ფილიალებმა ორჯერ გადააგდეს თავიანთი ამომრჩეველი. ხალხი მათ პარლამენტში ირჩევს და მერე აღარ შედიან; აირჩევს საზოგადოება თვითმმართველობაში – იქაც აღარ შედიან; ბოლოს კი საერთოდ აღარ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში. მათ საკუთარ ამომრჩეველს აუკრძალეს არჩევანის უფლება და ასეთი ტიპის პარტია ამბობს, რომ უნდა იყოს პოლიტიკაში. საკუთარი ქმედებებით ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მოსვლა რევოლუციითა და აჯანყებით სურთ. შეიძლება ფორმები შეიცვალოს, თორემ შინაარსი არ იცვლება – მათი ერთერთი „ჭკუათმყოფელი“ ექსპერტი გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე კონსტიტუცია არ კრძალავს მთავრობის დამხობას – კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციის დამხობასო. ჯერ ერთი კონსტიტუცია როგორ უნდა დაამხო, რას ნიშნავს ეს – საჯაროდ უნდა დახიო, თუ როგორ უნდა დაამხო?

პარტიას, რომლიც პირდაპირ ამბობს, რომ არ სწამს არჩევნების და ამ გზით ვერ მოვა ხელიუფლებაში, პოლიტიკაში არაფერი ესაქმება,”-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: კახა კალაძე: რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება
Next: 4 ოქტომბრის საქმეზე პაატა ბურჭულაძის თანაორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარების მიუხედავად, ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს კვლავ პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.