Skip to content
25/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა

მარშალ პრესი 25/11/2026
andza

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

„მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გააკეთა. სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, თბილისის საკრებულო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას, სხვადასხვა ღონისძიებებით, ტრადიციულად წელსაც უერთდება.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, კამპანიის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის თავშესაფრებისა და იმ პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა, რომლებსაც სახელმწიფო ძალადობის წინააღმდეგ ახორციელებს.

„ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამას ემსახურება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია, რომელსაც თბილისის საკრებულო ტრადიციულად წელსაც შეუერთდა. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს ძალადობის წინაშე მარტო“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

მსოფლიო მასშტაბით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე შეწყალებით გათავისუფლებულთა მიმართ ბულინგზე: ეს უფრო უკეთესად წარმოაჩენს იმ სახეს, რაც აქვს მოძალადე ადამიანს – მათ ადამიანები კი არ აინტერესებთ, მათ სჭირდებათ მსხვერპლი
Next: სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 6.2 პროცენტით გაიზარდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.