Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 15/07/2022
2005

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა.

მთავრობის მეთაურის თქმით,საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Post navigation

Previous: ამგვარი ქმედებები არის პირდაპირი და თავხედური ზეწოლა დამოუკიდებელი საქართველოს სასამართლო სისტემაზე
Next: კელი დეგნანი, რომელიც კამერების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება, თურმე კულისებში უხეშად ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.