Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრემიერმა სუროგაციის აკრძალვის მიზეზებზე ისაუბრა

მარშალ პრესი 24/11/2026
irakli kobakhidze1

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ექსპლუატაციის კუთხით.

„არის სხვადასხვა ტიპის პრობლემა, დაკავშირებული სუროგაციასთან. ზოგადად, სულ 7 ქვეყანა იყო, ახლა 6 დარჩება, სადაც დაშვებულია კომერციული სუროგაცია. ეთიკური თვალსაზრისით არის უამრავი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის ქალების ექსპლუატაცია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული სუროგაციასთან. შესაბამისად, ძალიან მძიმეა ის მოვლენა, რასაც ჰქვია თავისი არსით სუროგაცია, პირველ რიგში სწორედ ქალბატონების ექსპლუატაციის კუთხით. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ ეს პრინციპული გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ თავისი წვლილი, თავისი წილი ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკაში ამ სექტორს, ჩვენ მაინც მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება სწორედ ამ ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა არის ქალბატონების ექსპლუატაცია, რაც არის, სამწუხაროდ, სუროგაციის აუცილებელი ელემენტი. როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. სუროგაციის აუცილებელი ელემენტია ქალის ექსპლუატაცია. შესაბამისად, როგორც არ უნდა დაარეგულირო, ექსპლუატაცია რჩება ექსპლუატაციად. აქედან გამომდინარე, რეგულაცია არ წყვეტს ძირეულ პრობლემას. ქალის ექსპლუატაციის პრობლემა რჩება ისევ ძირეულ პრობლემად, როგორც არ უნდა დაარეგულირო ეს საკითხი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მიმდინარეობდა კონსულტაციები.

„სუროგაციაზე გვქონდა კონსულტაციები. მათი პოზიცია იყო ის, რომ სუროგაცია უმჯობესი იყო, აკრძალულიყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო იღებს თავის დამოუკიდებელ, სუვერენულ გადაწყვეტილებას, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, როცა ასეთ საკითხებს ეხება საქმე, ბუნებრივია, საპატრიარქოს მოსმენა, ეკლესიის მოსმენა და მათი აზრის გათვალისწინება. ასეთ რეჟიმში წარიმართა კონსულტაციები სუროგაციის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – არიან ახალგაზრდები, რომლებსაც მარტივად შეუძლიათ, დატოვონ საპატიმრო დაწესებულება მონანიებით, რაც გააკეთა 8 ადამიანმა, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატოვონ ციხეში, არ აინტერესებთ არც ახალგაზრდების ბედი, არც არაფერი, ჩვენ გვაინტერესებს თითოეული ადამიანის ბედი
Next: პრემიერი – გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი მედიასაშუალებები და სიხარულით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში, დასტურდება იმით, რომ იცვლება აღნიშნული გადაწყვეტილება და ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.