სად “ევროპული საქართველო” და სად ნამდვილი ევროპა? ბოკერიას სექტა ხომ შარლ მიშელზე “ზემდგომი საარბიტრაჟო ინსტანციაა

1376
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ბოკერიას ფსევდო-ევროპული სექტიდან ისმის პოლიტიკურ აქტორთა კრიტიკა იმის თაობაზე, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციების დაწესების შესახებ, არადემოკრატიულია. მათი აღქმით, სხვა სახელმწიფოს დროშის შებღალვის აკრძალვა [არა და აქაურ ცვლილებებშიც ჯარიმაა გათვალისწინებული] ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მხოლოდ ვანდალიზმად უნდა განიხილებოდეს.
ეს ის ფსევდო-ევროატლანტიკოსები არიან, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნისას, საქართველოს ევროპეიზაცია სინგაპურიზაცია-დუბაიზაციის გზით (აჯაფსანდალი მურაბით) უნდა მომხდარიყო.
ხსენებული სექტის ზოგიერთი სუბიექტი ლექტორია, საერთაშორისო ურთიერთობას თეორიულად და პრაქტიკულად იცნობს და მაინც ცდილობენ საკუთარი ადეპტების შეცდომაში შეყვანას.
📍2020 წლის მაისში, გერმანიაში სხვა ქვეყნის დროშის შეურაცხყოფა გერმანიის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის სასჯელთან გათანაბრდა. „დროშების დაწვას მშვიდობიან პროტესტთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის სიძულვილს, ბრაზსა და აგრესიას იწვევს“, – განაცხადა შარშან, გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, ქრისტინ ლამბერხტმა. ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, სხვა ქვეყნის დროშის დაწვა გერმანიის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის სასჯელთან გათანაბრდა. იმ პირებს, რომლებიც აღნიშნულ დანაშაულს ჩაიდენენ, სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
📍მაგალითად, საბერძნეთში, სხვა ქვეყნის დროშის შეურაცხყოფაზე სასჯელია ექვსთვიანი პატიმრობა ან იმ ქვეყნის მთავრობის მიერ მოთხოვნილი ჯარიმა, რომლის დროშაც შეურაცხყვეს.
❓თუმცა, სად “ევროპული საქართველო” და სად ნამდვილი ევროპა? ბოკერიას სექტა ხომ ევროპულ საბჭოზე, მის პრეზიდენტზე, შარლ მიშელზე “ზემდგომი საარბიტრაჟო ინსტანციაა” – წერს აბაშიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება