Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დეგნანმა ღია დემარში გამოუცხადა “პოსტვ”-ს, სამაგიეროდ, ნაცმოძრაობის არხები მთელი შემადგენლობით იყვნენ

მარშალ პრესი 15/07/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

,,არ მეგონა, ამ თემაზე თუ მომიწევდა დაწერა, მაგრამ იმდენად გავიდა თავს ქალბატონი ელჩი, რომ ამის არშემჩნევა არაფრით არ შეიძლება. ამერიკის საელჩოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნის საიუბილეო ღონისძიებაზე რაც საელჩოს ტერიტორიაზე ხდებოდა, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი და მძიმე ლუსტრაცია,” – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის საელჩოში გამართულ საიუბილეო მიღებას.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ამ მნიშვნელოვან დღეს, სავარაუდოდ სტუმრები არა პროტოკოლის, არამედ კონკრეტული ადამიანების სიმპათიის მიხედვით შეარჩიეს.

,,პოლიტიკური წვეულების ამბავი

არ მეგონა ამ თემაზე თუ მომიწევდა დაწერა, მაგრამ იმდენად გავიდა თავს ქალბატონი ელჩი, რომ ამის არშემჩნევა არაფრით არ შეიძლება.

ამერიკის საელჩოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნის საიუბილეო ღონისძიებაზე რაც საელჩოს ტერიტორიაზე ხდებოდა, ეს იყო პოლიტიკური განაცხადი და მძიმე ლუსტრაცია.

კერძოდ, ამ მნიშვნელოვან დღეს, სავარაუდოდ სტუმრები არა პროტოკოლის, არამედ კონკრეტული ადამიანების სიმპათიის მიხედვით შეარჩიეს.

თვალშისაცემი იყო პარლამენტის დეპუტატების შერჩევითი დაპატიჟება, ასევე სასამართლო ხელისუფლების მიმართ პირდაპირი დისკრიმინაცია, როდესაც წვეულებაზე ელჩმა მოსამართლეები პირადი სიმპათიის მიხედვით მიიწვია.

ყველაზე მძიმე სურათი მაინც მედიის ნაწილში ვნახე. დეგნანმა ღია დემარში გამოუცხადა ტელეკომპანია პოსტვ- ს, რომელიც არ მიიწვია საღამოზე, სამაგიეროდ ნაცმოძრაობის დაფინანსებული არხები, ფორმულა, მთავარი და ტვ პირველი მთელი შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი. სხვათაშორის, როდესაც მედიას ეხება საქმე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ხელმძღვანელი, ვასილ მაღლაფერიძე საელჩოს ბორტს მიღმა აღმოჩნდა, სამაგიეროდ იქ იყო ჭუტა, რომელმაც თავი სამარცხვინო პროვოკაციით “გამოიჩინა”– წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: ეს საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
Next: მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას ავრცელებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025