Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

ევროკომისია ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის

24/11/2026
ევროკომისია ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობტერმინალის რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს. ამის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში მდებარე ტერმინალმა რუსული ნავთობის ნაცვლად ლიბიური ნავთობის შესყიდვა დაიწყო, იუწყება The Kyiv Independent-ი ბრიუსელის კორესპონდენტზე კრის პაუერსზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ყულევის ტერმინალმა ევროკავშირის სანქციების დაწესების საფრთხის შემდეგ ნავთობის მომწოდებელი შეცვალა და რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი ლიბიურით ჩაანაცვლა. ამ გარემოებამ ევროკომისიას მისცა საფუძველი, წევრი სახელმწიფოებისთვის ტერმინალის სანქცირებული ობიექტების სიიდან ამოღება შეეთავაზებინა.

მნიშვნელოვანია, რომ საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციაზე და არა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ტერმინალის სანქციების სიიდან ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება.

ევროკომისიის წინადადება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის ნაწილია, რომელიც რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, ასევე სანქციების გვერდის ავლის მექანიზმების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში შპს ბლექ სი პეტროლიუმმა, რომელიც ყულევის ტერმინალს მართავს, განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ, სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო – ამით კომპანიამ წარმატებით დაასრულა რუსული ნავთობის ჩანაცვლება.

Post navigation

Previous: ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა: ორი წელია ვიბრძვით, ჯგუფურებზე ვინც ზის ყველას ბოლომდე მიეყვანა სასჯელი
Next: საქართველოსა და აზერბაიჯანის პოლიციის აკადემიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.