Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ეკონომიკა

საქართველო Trip.com Group-მა წლის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად დაასახელა

24/11/2026
საქართველო Trip.com Group-მა წლის სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნად დაასახელა

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ავსტრალიაში, სიდნეიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ სამიტზე “2026 Trip.com Group Global Partner Summit” სპეციალური ჯილდო “Strategic Partnership Destination of the Year” გადაეცა.

ჩინური გავლენიანი მსხვილი სამოგზაურო მედია პლატფორმა trip.com group-ს 20 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს და ყველაზე მაღალმხარჯველ ჩინელ მოგზაურებს აერთიანებს.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2026 წელს პლატფორმაზე წარმატებული მარკეტინგული კამპანია ჩაატარა და 2027 წელს უფრო მასშტაბური კამპანიის განხორციელებას გეგმავს.

სიდნეიში გამართული სამიტი „2026 Trip.com Group Global Partner Summit” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური საერთაშორისო ბიზნეს ღონისძიებაა, სადაც წამყვანმა ტურისტულმა მიმართულებებმა მიიღეს მონაწილეობა.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე საერთაშორისო ტურისტული, მარკეტინგული კომპანიებისა და სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სფეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები და სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

სამიტი მიზნად ისახავდა ტურიზმის სფეროში ინოვაციების, ციფრული ტრანსფორმაციების დანერგვასა და თანამშრომლობის განვითარებას.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

Post navigation

Previous: მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
Next: „ნეიტრალური საქართველო“: ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის მიზანი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფ გაერთიანებასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი კი − საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. საქართველოს მომავალი არ უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რომელ პოლიტიკურ ბლოკს მივეკუთვნებით. იგი უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რა ადგილი, რა ფუნქცია და რა მნიშვნელობა ექნება დამოუკიდებელ საქართველოს თანამედროვე მსოფლიოში
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.