Skip to content
24/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • მსოფლიო

Reuters: სამხრეთ კორეამ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიახლოების გამო კუნძულის მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა

მარშალ პრესი 24/11/2026
Reuters: სამხრეთ კორეამ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიახლოების გამო კუნძულის მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

სამხრეთ კორეამ საბრძოლო თვითმფრინავები ჰაერში ააფრინა და აღმოსავლეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ულინდოს მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში მცირე ხნით შევიდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების წარმომადგენლის ჩანგ დო იონის განცხადებით, სამხედროებმა რუსეთის რამდენიმე თვითმფრინავი დააფიქსირეს, რომლებიც კუნძულ ულინდოს საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ და მის ტერიტორიაზე შესვლის ზღვარზე იყვნენ.

„მოსალოდნელი იყო საჰაერო სივრცის დარღვევა, ამიტომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად წინასწარ გავეცით შესაბამისი გაფრთხილება“, – განაცხადა ჩანგ დო იონმა ბრიფინგზე.

სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების ცნობით, საბოლოოდ რუსეთის თვითმფრინავებს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ჩონ ბინას განცხადებით, უწყება სამშაბათს რუსეთის სამხედრო ატაშეს დაიბარებს და მომხდართან დაკავშირებით მკაცრ პროტესტს გამოუცხადებს.

როგორც Reuters-ი წერს, საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა (ADIZ) არის ქვეყნის მიერ განსაზღვრული საჰაერო სივრცის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც უცხოური თვითმფრინავების იდენტიფიცირებისა და მათ შესაძლო მიახლოებაზე რეაგირებისთვის გამოიყენება.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ბოლო თვეებში სამხრეთ კორეის ADIZ-ში რამდენჯერმე შევიდნენ, რადგან მოსკოვი ამ ზონის სტატუსს არ აღიარებს. თუმცა, სამოქალაქო თავდაცვის სისტემის მიერ მოსახლეობისთვის თავშესაფრებში დაუყოვნებლივ გადასვლისკენ მოწოდება იშვიათი შემთხვევაა, წერს სააგენტო.

სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სამინისტრომ, სამხედრო უწყებასთან კოორდინაციით, კუნძულ ულინდოს მოსახლეობას რუსეთის თვითმფრინავების მხრიდან საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის გამო თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. გაფრთხილება მხოლოდ სამი წუთის შემდეგ გააუქმეს.

Post navigation

Previous: 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის სხდომა 13:00 საათზე განახლდება
Next: მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.