Skip to content
22/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

პროფესორი ჯონ მირშაიმერი: ევროპა მომავალში, სავარაუდოდ, იმაზე მეტად დაქსაქსული იქნება, ვიდრე უკვე არის. მიმაჩნია, რომ ამ პროცესის შემობრუნება შეუძლებელია

მარშალ პრესი 22/11/2026
jon mirshaimeri

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ამერიკელი პოლიტოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ მირშაიმერი ევროკავშირისა და მთლიანად ევროპის კრიზისისა და ფრაგმენტაციის მიზეზებზე საუბრობს. თავის პოდკასტში ის აანალიზებს, თუ როგორ იშლება ამერიკული უსაფრთხოების ქოლგა და რატომ უჭირთ ევროპულ ქვეყნებს ერთიანი პოზიციისა და ლიდერობის გარეშე ახალი რეალობის გამკლავება.

ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წარმატება დიდწილად იმას უკავშირდება, რომ ის უსაფრთხო ევროპაში შეიქმნა და აყვავდა, რასაც დიდწილად ამერიკის, როგორც დამამშვიდებლის როლმა შეუწყო ხელი. მისივე თქმით, ამ „ამერიკული დამამშვიდებლის“ გარეშე ევროპის დიდ სახელმწიფოებს შორის უსაფრთხოების სფეროში კონკურენცია გაჩაღდება, რაც ევროკავშირს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

„ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ ევროპა მომავალში, სავარაუდოდ, იმაზე მეტად დაქსაქსული იქნება, ვიდრე უკვე არის. მიმაჩნია, რომ ამ პროცესის შემობრუნება შეუძლებელია. ვფიქრობ, მისი შეჩერება შეუძლებელია მთელი რიგი მიზეზების გამო, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურული მიზეზია. ჩემი აზრით, ეჭვგარეშეა, რომ დროთა განმავლობაში შეერთებული შტატები სერიოზულად გადაერთვება აზიაზე, სანამ ჩინეთი ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ზრდას გააგრძელებს. და ეს, დიდი ალბათობით, მოხდება. ეს აქსიომა არ არის, მაგრამ დიდი ალბათობით ასე მოხდება – და სანამ ასეა, შეერთებულ შტატებზე ზეწოლა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით აღმოსავლეთ აზიაზე ფოკუსირდეს, უზარმაზარი იქნება, რაც ვაშინგტონს ძლიერი ნატოს შენარჩუნებას ძალიან გაურთულებს“, – ამბობს მირშაიმერი.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა ნატოს უდიდესი ზიანი მიაყენა და ძალიან მოწამლა ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და ევროპელებს შორის. ამასთან, მირშაიმერი ვარაუდობს, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დარჩენილ დროში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდება.

„ამერიკული დამამშვიდებლის“ გარეშე ევროპელებს კოლექტიური მოქმედების სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. რუსები ამ დღეებში ხაზს უსვამენ: როდესაც მათ ევროპასთან საუბრისკენ მოუწოდებენ, მთავარი პრობლემა, რომელსაც ისინი აწყდებიან, არის კითხვა – ვის უნდა ელაპარაკონ? ვინ ლაპარაკობს ევროპის სახელით – ეს არის მთავარი კითხვა. პასუხი კი ისაა, რომ ეს საერთოდ არ არის ნათელი. ძველ დროში ეს რეალურად შეერთებული შტატები იყო, რადგან აშშ და ევროპა ერთად მუშაობდნენ. ფაქტობრივად, ვაშინგტონი ლაპარაკობდა როგორც ევროპელების, ისე საკუთარი თავის სახელით. სწორედ ამას ეფუძნებოდა NATO და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები. მაგრამ დღეს, თუ ამერიკელებს თამაშიდან გაიყვანთ და საკუთარ თავს ჰკითხავთ, ვინ არის მთავარი ევროპაში, პასუხი სრულიად ბუნდოვანია“, – მიიჩნევს მირშაიმერი.

მისი თქმით, ეს ნათლად გამოჩნდა დუბლინში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ევროპელებმა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ერთი წარმომადგენელი ვერ შეარჩიეს და შეთანხმდნენ, ბრიტანელები, ფრანგები, გერმანელები, პოლონელები და იტალიელები, პლუს ევროკავშირი – ერთად შეიმუშავებენ პოზიციას, რომელსაც შემდეგ რუსეთს წარუდგენენ.

„აქ არ არსებობს ერთი ლიდერი. არ არსებობს ერთი ქვეყანა, რომელიც პროცესს ხელმძღვანელობს. ეს არ ჰგავს იმ სიტუაციას, როცა ელაპარაკები პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ ბაიდენს ან ვინც არ უნდა ედგას სათავეში შეერთებულ შტატებს, რომელიც ერთდროულად ევროპისა და აშშ-ის სახელით საუბრობს. ევროპელი ლიდერი უბრალოდ არ არსებობს. და ეს რეალური პრობლემაა, რაც კოლექტიური მოქმედების პრობლემის პირდაპირი მტკიცებულებაა – როგორ აიძულო ევროპის ეს სხვადასხვა აქტორი ერთად იმუშაონ, როცა არ გყავს ერთი ლიდერი“, – ამბობს მირშაიმერი​.

Post navigation

Previous: საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაეშვა
Next: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.