Skip to content
21/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თამთა მეგრელიშვილი ნიკოლოზ რაჭველს: ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი

მარშალ პრესი 21/11/2026
tamta megrelishvili

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი კომპოზიტორ და დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „იმედის“ ყოველი თანამშრომელი, მათ შორის დამლაგებლებიც, საკუთარი ქვეყნის მოღალატეა.

მეგრელიშვილის შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე და დამაკნინებელია რაჭველის მიერ ფრაზაში „დამლაგებლების ჩათვლით“ ამ პროფესიის გამოყოფა.

მისი თქმით, პროფესიისა და სტატუსის მიუხედავად, ყველა ადამიანი თანასწორია და არავის აქვს უფლება, სხვისი პატიოსანი შრომა დააკნინოს.

“ამ არხის ყოველი თანამშრომელი (დამლაგებლების ჩათვლით) არის მოღალატე საკუთარი ქვეყნის“ – ამას ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.
გარდა იმისა, რომ ამ განცხადებით ის ღიად აფიქსირებს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ და ყოველი „იმედელი“ მისთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მძიმე და დამაკნინებელია ფრაზა – “დამლაგებლების ჩათვლით“.

არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით გამოყო მან დამლაგებელი – იმისთვის, რომ „იმედის“ მთელი შემადგენლობისთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა თუ სხვა რამის სათქმელად, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია. პროფესიისა და სტატუსის მიუხედავად, ყველანი თანასწორნი ვართ და არავის აქვს უფლება, ადამიანის პატიოსანი შრომა ასე დააკნინოს.

ტელეკომპანია „იმედი“ თავისი მთელი შემადგენლობით ერთი დიდი ოჯახია, სადაც დამლაგებელი ისეთივე სრულფასოვანი თანამშრომელია, როგორც ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ხელმძღვანელი.

,,იმედი“ იყო, არის და დღემდე რჩება საკუთარი მაყურებლის მთავარ იმედად.

მსგავსი განცხადებები ვერც ამ დიდ ოჯახს დააკლებს რამეს, ვერც ერთგულ მაყურებელს შეცვლის და ვერც იმ ადამიანების ღირსებას შელახავს, რომლებიც საკუთარ საქმეს ყოველდღიურად, კეთილსინდისიერად ემსახურებიან – ამ სიტყვებში გამოხატული განწყობა მხოლოდ მის მთქმელს აკნინებს და აზიანებს და ეს რატომ არ ესმით?!” – წერს მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი 
Next: ლევან ჭოტორლიშვილი რაჭველზე: ბოროტების მანქანის ჭანჭიკი. ამ სუბიექტის, ე.წ. დოის, წულაძის, უშიკიშვილის, ბუღაძეების პრობლემა არის პროფესიონალური წარუმატებლობა. პიგმეებად გამოიყურებიან ოთარ ჭილაძის, ჯანსუღ კახიძის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, რეზო ჩხეიძის, ანზორ ერქომაიშვილის ფონზე
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.