Skip to content
21/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპარლამენტარი ნიკოლა ბარტულიცა – ევროკავშირის ხელმძღვანელობა ევროპული იდენტობის საწინააღმდეგო პოლიტიკას ატარებს, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება

მარშალ პრესი 21/11/2026
nikola bartulica1

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

ევროპარლამენტარმა სტივენ ნიკოლა ბარტულიცამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ იდენტობას, განსაკუთრებით კი მის ქრისტიანულ საფუძვლებს. ის ასევე პროგნოზირებს, რომ ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება- ინფორმაცია ამის შესახებ ხორვატულ მედიაში ვრცელდება.

ბარტულიცა ზაგრებში, მასპინძლობს კონფერენციას სახელწოდებით “რა განსაზღვრავს ევროპას?“. ღონისძიებაში მონაწილეობენ ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების (ECR) პრეზიდენტი ადამ ბიელანი, ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მწვრთნელი იგორ შტიმაცი და სტუმრები ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბარტულიცამ ევროკავშირის ლიდერები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მოქალაქეების რეალური საჭიროებების საწინააღმდეგოდ იღებენ.

შეხვედრის დაწყებამდე ბარტულიცამ განაცხადა, რომ, როგორც ევროპარლამენტის წევრი, უშუალოდ ხედავს ევროპული ინსტიტუტების ფუნქციონირებაში არსებულ პრობლემებს. მისი აზრით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს და მისი პოლიტიკა მოქალაქეთა საჭიროებებს არ შეესაბამება. მაგალითებად მან დაასახელა ევროკავშირის დამოკიდებულება უკრაინის ომისადმი, საფრანგეთის ქუჩებში განვითარებული მოვლენები და ევროპის მწვანე პოლიტიკა. მისი მტკიცებით, ევროპამ უკრაინას უკვე ასობით მილიარდი ევრო გადაუხადა, თუმცა ომის დასასრული ჯერაც არ ჩანს.

მან განსაკუთრებით გააკრიტიკა ევროპის მწვანე პოლიტიკა, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მრეწველობასა და ეკონომიკას. მაგალითად მან გერმანიის საავტომობილო ინდუსტრია მოიყვანა და საზოგადოება წარმოებასა და სამუშაო ადგილებზე ევროპული რეგულაციების შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილა. „თუ მათ გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის განადგურება შეუძლიათ, ფაქტობრივად ყველაფრის განადგურება შეუძლიათ“,- განაცხადა ბარტულიცამ. მისი შეფასებით, ევროპული ინსტიტუტები საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნიან ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას და უგულებელყოფენ მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებს.

Post navigation

Previous: ხორვატი ევროპარლამენტარი: ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ევროპულ იდენტობასა და მის ქრისტიანულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება – ევროპის პოლიტიკური რუკა მალე შეიცვლება
Next: ევროპარლამენტარი ბარტულიცა: ქრისტიანობისა და კათოლიკური ეკლესიის გარეშე შეუძლებელია ევროპის გაგება. ქრისტიანობა ევროპული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია, რომელიც უფრო ძლიერად უნდა იყოს დაცული
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.