Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი კახიანი: საგამოძიებო კომისიის დასკვნას, რომელშიც ადამიანების მკვლელობები და უმძიმესი ფაქტებია მითითებული, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმეა, როცა ასეთ რამეს ამბობ, ესეც წარმოაჩენს, რომ ისინი წარსულს არ ნანობენ

მარშალ პრესი 20/11/2026
giorgi kakhiani2

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს.

მისი თქმით, მძიმეა, როდესაც დასკვნას, რომელშიც ადამიანების ტრაგიკული შემთხვევებია მითითებული, ასე მოიხსენიებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნას არაერთხელ ასავალ-დასავალის კრებული უწოდეს. რამდენად მძიმე არის, როცა ასეთ რაღაცას ამბობ. დასკვნა, რომელშიც არის ადამიანების ტრაგიკული შემთხვევები, მკვლელობები და უმძიმესი ფაქტები მითითებული, რომლის უკანაც კონკრეტული ოჯახები, კონკრეტული ადამიანები დგანან და უმძიმესი შემთხვევები არის მოყვანილი და ამას მოიხსენიებენ, როგორც ასავალ-დასავალის კრებულს. ესეც წარმოაჩენს მათ, რომ კი არ ნანობენ იმ წარსულს, რომელიც მათ ჰქონდათ და კი არ ემიჯნებიან იმას, არამედ პირიქით, იგივე დამოკიდებულებაა, იგივე საფრთხეს ქმნიან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისთვის, ისინი რომ ხელისუფლებაში მობრუნდნენ”, განაცხადა კახიანმა.

Post navigation

Previous: ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების გადაწყვეტილებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს შეუძენენ
Next: არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირს 18 წელი მიესაჯა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.