Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს

მარშალ პრესი 20/11/2026
bidzina da eka

გაუზიარე მეგობრებს

Facebook WhatsApp Viber ელფოსტა

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენენ.

ამის შესახებ სამძიმრის წერილშია აღნიშნული. განცხადებაში ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ფონიჭალაში დატრიალებული უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს უსამძიმრებენ და აღნიშნავენ, რომ იზიარებენ ამ უდიდეს ტკივილს.

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს,”- ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები.

Post navigation

Previous: დიდია ჩვენი მწუხარება, მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ – პატრიარქი შიო მესამე
Next: ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების გადაწყვეტილებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს ბინებს შეუძენენ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.