Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ევროკავშირზე: როგორ არასერიოზულადაც უდგებიან გაფართოების საკითხებს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა

მარშალ პრესი 20/11/2026
levan machavariani

ძალიან არასერიოზული მიდგომაა და საბოლოო ჯამში შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ გაფართოება არ სურთ და სხვადასხვა მიზეზს იგონებენ, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ის ასე გამოეხმაურა „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება.

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ამ არასერიოზული მიდგომის ყველაზე ნათელი მაგალითი უკრაინის შემთხვევაა.

„ხან ამბობენ, რომ ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეთ ახალ წევრებს, ხან ამბობენ, რომ რაღაც გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს 10 წელი, ხან 15 წელზე საუბრობენ. ეს არის ძალიან არასერიოზული მიდგომა და ზოგადად როგორ არასერიოზულადაც უდგებიან გაფართოების საკითხებს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია უკრაინა, რომელსაც ომის პირველივე დღეებში სამარცხვინოდ ჰპირდებოდნენ დაჩქარებული წესით ევროკავშირის წევრობას. უკვე მეხუთე წელია დაწყებული და დღემდე ვერ ეუბნებიან ვერანაირ კონკრეტულ ვადას გაწევრებასთან დაკავშირებით და შთაბეჭდილება რჩება, რომ საერთოდ არ აპირებენ უკრაინის მიღებას ევროკავშირში”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Post navigation

Previous: ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას
Next: სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს „შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა“ და მიშამაც არ დააყოვნა – დათა გვასალია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.