Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია აბაშიძე: ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია

მარშალ პრესი 20/11/2026
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ოპოზიციის წარმომადგენლებს ფონიჭალის ტრაგედიის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მომხდარის სერბეთში, ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.

მისი თქმით, უბედური შემთხვევები ყველგან ხდება, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ხელისუფლების რეაგირებას, ოპერატიულ სამაშველო სამუშაოებს, მომხდარის ობიექტურ გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების დასჯას აქვს.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლების ევროპულ რეალობაზე მსჯელობა და მათი პრეტენზიები ევროპული გამოცდილების ცოდნასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

„შეეშვან ნაცბაბლის უტიფარი პერსონაჟები იმის დემონსტრირებას, თითქოს ევროპა მათი ამომწურავი განსჯის საგანია და იქაურ რეალობაზე სხვებზე უკეთ შეუძლიათ საუბარი. ფონიჭალის ტრაგედიის სერბეთის ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან შედარება განსაკუთრებული ცინიზმია.
ნუთუ ევროპაში მომხდარი ტრაგედიები და უბედური შემთხვევები აღარ ახსოვთ, თუ მათი არსებობა მხოლოდ მაშინ არის მოსახერხებელი, როცა საქართველოში მომხდარის პოლიტიკურ სპეკულაციად ქცევა სურთ?

უბედურება ყველგან ხდება. გადამწყვეტი კი ხელისუფლების რეაგირებაა — ოპერატიული სამძებრო – სამაშველო სამუშაოები, მომხდარის სკრუპულოზური გამოძიება და პასუხისმგებელი პირების საკადრისი დასჯა.

ნაცსექტის ტრაგიკომიკური სპიკერების ბნელ ერუდიციას ისიც ემატება, რომ ფსევდოლიბერალების უსახური ევროტრენინგებისა და რამდენიმე სავაჭრო ცენტრის მიღმა მათი თვალსაწიერი ისეთივე მწირია, როგორც ენების ცოდნაზე მათი პრეტენზიები უსაფუძვლო. სამაგიეროდ, თვითდამამცირებლად გაფხორილი პოზიორობა ნამდვილად გამოსდით.“ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
Next: არჩილ გორდულაძე: შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.