Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება აჩენს უთანასწორობის გრძნობას. ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია

მარშალ პრესი 20/11/2026
tengiz sharmanashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება სეგრეგაციულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

„ეს მეტყველებს იმ სეგრეგაციაზე, რომელსაც ჩვენ ტყავზეც განვიცდით ახლა. ისინი ამბობენ, რომ მე შემიძლია გამჭვირვალობის შესახებ კანონი მივიღო, შენ არ უნდა მიიღო იმიტომ, რომ შენ რაღაცა სხვა, დაბალი დონე ხარ. მე შემიძლია ეს კანონი მივიღო და დავარეგულირო, შენ ამას ნუ გააკეთებ. თითქოს ისინი აღმატებული, ზემოდან მაყურებელი ადამიანები არიან, „განვითარებული“ რასა არიან, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენ რაღაცები მიგვითითონ და თითი დაგვიქნიონ. მე რომ ვაკეთებ ამას, ნუ გაიმეორებ, შენ ამისთვის მზად არ ხარ. დაახლოებით იგივეა ესეც. ეუბნებიან ამ ერებს, რომ მართალია შენ რაც წესები დაგიწესე მე რომ ევროკავშირში შემოსასვლელად არის საკმარისი, ამას შეასრულებ, ისე ხომ არავინ არავის მიიღებს, მაინც 10-წლიან გამოსაცდელ ვადას გიწესებ, იმიტომ, რომ შენ ხომ დაბალი დონე ხარ, მაინც უნდა დაგაკვირდე. ასეთი სეგრეგაციული დამოკიდებულება, ასეთი ზემოდან ყურება, ვითომ „ელიტისა“, არავითარი ელიტა ის არ არის აჩენს ამ უთანასწორობის გრძნობას და ეს უთანასწორობის გრძნობა არის არასამართლიანი, ეს დამოკიდებულება არასამართლიანია და რაც მთავარია, არაევროპულია“,-განაცხადა შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს – მათ მაქსიმუმი გააკეთეს
Next: არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.