Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა – მიხეილ ყაველაშვილი

მარშალ პრესი 20/11/2026
mikheil kavelashvili

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.

“ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა. განსაკუთრებით მიმძიმს, რომ აფეთქებას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

მადლობა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის – მათ მიერ გადარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლისთვის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის სამსახურებს და ყველას, ვინც ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში. მადლობა ექიმებს, რომლებიც დაშავებულთა სრულ გამოჯანმრთელებაზე ზრუნავენ.

ჩვენი ქვეყნისთვის ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო გლოვობს დიდ დანაკარგს.”- წერს მიხეილ ყაველაშვილი.

Post navigation

Previous: გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს, მეტსახელად “ქილერას” 14 წელი მიესაჯა
Next: ირაკლი კობახიძე – მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო საძიებო სამუშაოებში, მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მადლობა მინდა გადავუხადო მეხანძრე-მაშველებს, მერიის სამსახურებს – მათ მაქსიმუმი გააკეთეს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.