Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სიახლე ოპონენტების ქცევაში არაფერი იყო და არც ველოდებოდით, პასუხს სერიოზულად გასცემდნენ, რადგან მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ. შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ

მარშალ პრესი 20/11/2026
tengiz sharmanashvili

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, ოპონენტებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცეს. როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ისინი მუდმივად ცდილობენ მეორეხარისხოვან საკითხებზე ყურადღების გადატანას.

„ჩვენ კითხვებზე არავითარი დამაჯერებელი პასუხი მათ არ გაუციათ და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ. შეუძლებელია ის დანაშაულები გაამართლო, ან შეალამაზო, რაც ბრალად არის მათთვის შერაცხული და რომელიც მიმართულია მათი არაკონსტიტუციურად ცნობისაკენ. ამიტომ, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, მეორეხარისხოვან საკითხებზე გადაეტანათ ყურადღება, ან არასრულად და შემოვლითი გზებით ეპასუხათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით და ალბათ საზოგადოებამაც კარგად დაინახა, რომ მათ სათქმელი არაფერი არ აქვთ, როგორც სასამართლოსთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ასე რომ, არაფერი სიახლე მათ ქცევაში არ იყო და არც ველოდებოდით, რომ ისინი სერიოზულად პასუხს გასცემდნენ. თუნდაც ერთი რამის გამო არ ველოდით, რომ მათ არანაირი სინანულის გრძნობა არ აქვთ, ამას ყველა ხედავს. შეცდომების დონეზეც კი არ აღიარებენ, არათუ დანაშაულს არ აღიარებენ. როცა ასეთი განწყობით არიან ადამიანები, რა თქმა უნდა, მათ პასუხებს არავითარი აზრი არა აქვს, ისინი გულწრფელები ვერ იქნებიან“,-აღნიშნა შარმანაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ამ ყველაფრის ფონზე მოპასუხე მხარის კითხვები რამდენად დამაჯერებელი იქნება, შარმანაშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე გვერდის ავლას და ცრუ ნარატივების შემოტანას ცდილობენ. მანვე ისაუბრა 1633 რეზოლუციის იმ საკამათო პუნქტებზე და თქვა, რომ სწორედ ამ მძიმე საკითხებზე ხმის მიცემამ მოახდინა იმ რეზოლუციის დადებითი ნაწილის აბსოლუტური ნიველირება.

„თქვენ კარგად დაინახეთ, რომ ის ძირითადი ნაწილი, რაშიც ბრალი ედებათ, ცდილობენ ამას გვერდი აუარონ, ან რაღაცა ტყუილი ნარატივები შემოიტანონ. იგივე ვთქვათ იმ ცნობილ რეზოლუციაზე. ჰყვებიან რაღაცა სხვა მუხლებზე, სხვა პუნქტებზე, რომელიც ორჯერ ორი ოთხია და ეს ისედაც საყოველთაოდ ცნობილი იყო და ამ რეზოლუციით არა, მაგრამ სხვადასხვა რეზოლუციებით, შემდგომში სასამართლო გადაწყვეტილებებითაც კი დადასტურდა. ის უმძიმესი პუნქტები, რომლითაც ბრალი დასდეს ჩვენს სამხედროებს, რომ მათ გადადგეს ისეთი ნაბიჯები, რომლითაც საფრთხე შეუქმნეს მშვიდობიან მოსახლეობას. მერე უკვე გამოთქვეს ეჭვი, რომ შეიძლება სამხედრო დანაშაულიც კი ჰქონდათ ჩადენილი და ამაზე სპეციალური გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ასევე კასეტური ბომბების გამოყენების თითქმის აღიარება. იმდენად მძიმე რაღაცებზე მოუწიათ ხმის მიცემა, რომ აბსოლუტური ნიველირება მოახდინა თუნდაც იმ დადებითი ნაწილისა იმ რეზოლუციის. ამის აღიარებაც კი არ უნდათ, რომ შეეშალათ, უკეთესადაც შეიძლებოდა, მეტად უნდა დავფიქრებულიყავით- ამის სურვილიც კი არ აქვთ. ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ხალხს თუ ოდესმე კვლავ მიეცემათ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, ისინი ამას უფრო ცუდი ფორმებით გაიმეორებენ“,-განაცხადა შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარის კითხვები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს დროის გაყვანის მცდელობასთან, ვინაიდან, დასმული კითხვების დიდი ნაწილი არის უშინაარსო და ამას ცხადყოფს ის რეაქცია, რაც კითხვების ნაწილს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისგან მოჰყვა
Next: არჩილ გორდულაძე: წლების განმავლობაში უფრო და უფრო მძიმდებოდა გამოყენებული ძალადობრივი საშუალებები რათა დამხობილიყო კონსტიტუციური წყობილება, ამის კულმინაცია იყო უკვე ღიად გამოცხადებული დამხობის მცდელობა, 2025 წლის 4 ოქტომბერს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.