Skip to content
20/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

სულხან თამაზაშვილი: ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი, სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია

მარშალ პრესი 20/11/2026
sulkhan

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მეექვსე გარდაცვლილი იპოვეს. დაღუპული მცირეწლოვანი ბავშვია.

ამის შესახებ სულხან თამაზაშვილმა ფონიჭალაში, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

„სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია.საბედნიეროდ 5 მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი,რომლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ 6 გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა მათ ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნისთვის, თუმცა უპირველეს ყოვლისა ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის. გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები – კონკრეტულად შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით, ყველა საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“ – განუცხადა ჟურნალისტებს სულხან თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მეხანძრე-მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებსა და მუნიციპალური სამსახურების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: ნიკოლოზ მეტრეველი: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების თანმიმდევრული დაცვა და რუსეთთან პრაგმატული, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება არა ურთიერთგამომრიცხავი, არამედ ურთიერთშემავსებელი ამოცანებია
Next: რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.