საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლითაც მსჯავრდებულმა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს და ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ქრთამის აღება დააბრალა.
„რაც შეეხება სააკაშვილის მცდელობას, ისევე, როგორც მისი გუნდის და ზოგადად კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მცდელობას – ფასეული არაფერი არ უნდა ჰქონდეს ერს ზოგადად, ყველაფერი უნდა გარყვნან, ყველაფერს ტალახი უნდამიასხ-მოასხან. არა თუ სპორტული და ლოგიკის თვალსაზრისით, არამედ სააკაშვილი არასწორია თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
