Skip to content
19/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით სონღულაშვილს ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

marshal press 19/11/2026
david songulashvili

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტს ეწვია.

მინისტრი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

უნივერსიტეტში სტუმრობის ფარგლებში დავით სონღულაშვილს ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ტაშკენტის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტს ასეთი მნიშვნელოვანი აღიარებისა და პატივისცემისთვის. დღევანდელი დღე, საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების კიდევ ერთი გამოხატულებაა. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის აგრარულ სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზეთისხილის სამრეწველო წარმოების განვითარების საერთაშორისო გამოცდილებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებსა და აგრარულ სექტორში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტი გიორგი სვანიძე, ასევე, უზბეკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახრამონ იულდაშევი, ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ნარზულო ობლომურადოვი და სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

Post navigation

Previous: ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ – შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა
Next: ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.