Skip to content
18/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

გურიაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

მარშალ პრესი 14/07/2022
გურია

სამხარეო ადმინისტრაციაში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხზე შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეფორმის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. ასევე, იმსჯელეს სოფლებისა და დაბების დამისამართების პროცესზე.

შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ზაზა შოშიტაიშვილი და ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე ესწრებოდნენ.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა მოიცავს: • 59 მუნიციპალიტეტს • ათასზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს • 4000-ზე მეტ დასახლებას მიწის რეგისტრაციის პროცესი: • სრულიად უფასოა მოქალაქეებისთვის • ხელმისაწვდომია, ემიგრანტებისთვისაც. მიწის რეგისტრაციის შემთხვევაში, მოქალაქეებს სოციალური სტატუსი არ მოეხსნებათ.

Continue Reading

Previous: ოზურგეთის მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025