Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობისა და მისი ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრები მას პოლიტპატიმარს უწოდებდნენ და ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების სწორი მიზნით გამოყენებისათვის მადლობას უხდიდნენ

მარშალ პრესი 18/11/2026
archil gorduladze1

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლის თხოვნის საფუძველზე მტკიცებულებები წარადგინა. მან სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა აქციებთან დაკავშირებით, წარსულში გაკეთებული განცხადებების ციტირება მოახდინა, რომლებიც მათ შორის, პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ქმედებას ამართლებდნენ.

კერძოდ, გორდულაძე იხსენებს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრების განცხადებებს, რომლებიც გრიგორიადისს პოლიტპატიმარს უწოდებდნენ.

„1)2024 წლის 12 აპრილს, სასამართლოს განაჩენით გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობისა და მისი ზურაბიშვილის მიერ შეწყალების შემდეგ, ნიკანორ მელიამ (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ახლების“ საარჩევნო სიის მე-2 ნომერი, პარტიის წევრი), გრიგორიადისს პოლიტპატიმარი უწოდა და ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა: „მადლობა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის! სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის. მნიშვნელოვანია, სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს“.

2)2023 წლის 26 სექტემბერს, როდესაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციელზე თავდასხმისა და ქონებაზე ცეცხლის წაკიდების ბრალდებით გრიგორიადისი პატიმრობაში იმყოფებოდა, მას მანამდე წარდგენილი, ძველი ბრალდებისთვის, სასჯელი შეეფარდა. ეს ძველი ბრალდება მას საკუთარი მამის დაჭრისთვის ჰქონდა წაყენებული. გრიგორიადისს ნიკა გვარამიამ მხარდაჭერა გამოუცხადა. გვარამიამ საჯაროდ განაცხადა: „ლაზარე გრიგორიადისი დღეს არის ნამდვილად პირადი ტყვე რეჟიმის. მას მიუსაჯეს წელიწადნახევარი სრული სისულელისთვის, რამდენიმე წლის წინ დაწყებული საქმისთვის, რომელიც ეხება მასსა და მამამისს შორის შელაპარაკებას. მიუსაჯეს იმიტომ, რომ იმყოფება პატიმრობაში აბსურდული მოლოტოვის კოქტეილის საქმისთვის, რომელსაც ვერ უმტკიცებენ, ვერც მტკიცებულებები მოაქვთ და იმისთვის რომ მას გასდიოდა პატიმრობის ვადა და იძულებულნი იყვნენ, რომ გაეშვათ, სასწრაფოდ შეთხზეს ეს მეორე საქმე, უფრო სწორად, ვითომ დაამთავრეს და ამ მეორე საქმის გამო მიუსაჯეს წელიწადნახევარი. მე ვარ ლაზარე, შენ ხარ ლაზარე, ყველანი ვართ ლაზარეები და ვისაც თავისუფლება გვიყვარს ყველანი ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ბიჭი გარეთ გამოვიდეს“.

3) „2024 წლის 12 აპრილს, სასამართლოს განაჩენით გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობის შემდეგ, გრიგორიადისის მხარდასაჭერად, ნიკა გვარამიამ საჯაროდ განაცხადა: „ლაზარეს სასჯელის ოდენობაც იმის პირდაპირი დემონსტრირებაა, რომ საჯაროდ სჯიან ამ ბავშვს, იმისთვის, რომ ის სამშობლოს ინტერესებს იცავდა […] ეს განაჩენი არის გამოწვევა და მეც, ჩემი პარტიაც, სხვა ოპოზიციური, პროდასავლური ძალებიც, არასამთავრობო სექტორიც და დარწმუნებული ვარ, მთელი ქართული საზოგადოება ამ გამოწვევას ადეკვატურად ვუპასუხებთ […]. ასევე, ლაზარესთვის 9-წლიანი პატიმრობის მისჯა არის საჩვენებელი დასჯა არა მხოლოდ მისი, არამედ, იმ ახალგაზრდების, ვისაც სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლის არ ეშინია. ამ თაობაში კი ასეთი დიდი უმრავლესობაა […]
იმავე საღამოს, როცა პრეზიდენტმა შეწყალება დააანონსა, გვარამიამ დაწერა „ლაზარე თავისუფალია! ზურაბიშვილი ყოჩაღ!“ გრიგორიადისმა საპატიმრო 2024 წლის 24 აპრილს დატოვა.

4) 2023 წლის 1 აპრილს, გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, მაია კოპალეიშვილმა (2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ახლების“ საარჩევნო სიის მე-11 ნომერი, პარტიის წევრი), საჯარო განცხადება გაავრცელა და სასამართლოს გადაწყვეტილებას „მიკერძოებული“, ხოლო ძალადობრივ აქციას „სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტი“ უწოდა. მან განცხადებაში აღნიშნა: „ლაზარე გრიგორიადისის მიმართ მოსამართლის/სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის – პატიმრობის გამოყენებით, სასამართლო იქცა მხოლოდ ნორმის მშრალად შემფარდებელ ორგანოდ. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ლაზარეს საქმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი. განსახილველ საქმეზე კონტექსტის გაუთვალისწინებლობა ცალსახად მიუთითებს სასამართლოს მიკერძოებაზე. მოსამართლე ვალდებულია საქმის განხილვა-გადაწყვეტისას გაითვალისწინოს არა მხოლოდ სამართლებრივი მასალა, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს არასამართლებრივ ცნებებს, რეალობას, რომელიც საქმის კონტექსტთანაა კავშირში და უთითებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სასამართლოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის საფრთხის შემქმნელი რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებით გამოწვეული სამართლიანი პროტესტის მნიშვნელობის გაუთვალისწინებლობა, მიუთითებს სასამართლო მართლმსაჯულების მიკერძოებაზე, უხარისხო სასამართლოს აქტზე, რამაც ლაზარეს შემთხვევაში გამოიწვია უსამართლო სასამართლო, დაარღვია მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო გლობალურ ასპექტში, სასამართლო დასცილდა თავისი მოქალაქეების სამართლიან მოთხოვნას, რომლებმაც და, მათ შორის, ლაზარემ, ხელისუფლებას მოსთხოვეს ქვეყნის განვითარების ევროინტეგრაციის კურსის დაცვა და ამ მიზნით მიმართეს მშვიდობიან პროტესტს.“.
5) 2023 წლის 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში, გიგა ლემონჯავა (განცხადების გაკეთების დროს „დროას“ აღმასრულებელი მდივანი, ხოლო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ახლების“ საარჩევნო სიის მე-4 ნომერი, უპარტიო), საჯაროდ აცხადებდა, რომ: „ერთადერთი, ვინც 7-9 მარტის აქციების დროს ძალადობდა, ეს იყო სახელმწიფო და შსს, მისი სხვადასხვა დანაყოფით.“. ის ასევე ამბობდა, რომ: „სამართალწარმოება, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ დაიწყო, პოლიტიკურად მოტივირებულია.“

6) 2023 წლის 23 სექტემბერს, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელმა და თანათავმჯდომარემ ზურა ჯაფარიძემ, საჯაროდ განაცხადა: „ლაზარე არის სიმბოლო იმ ბრძოლის, რაც იყო რუსთაველზე მარტის დასაწყისში. თუ ის დარჩება ციხეში, არაფერი მოგვიგია ჩვენ. სისტემამ გამოარჩია ერთი ადამიანი და დასაჯა იმისათვის, რომ ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეეშინდეთ და აღარ გამოვიდნენ ქუჩაში. ვისაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი აინტერესებს, ყველას ინტერესშია – სისტემას არ მივცეთ საშუალება ახალგაზრდები დააშინონ ამ გზით”,-განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ზურაბ ქადაგიძე: მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ
Next: არჩილ გორდულაძე: 2023 წლის 17 მარტს გიორგი გახარიას მიერ „დოიჩე ველესთვის“ მიცემული ინტერვიუს ქართული თარგმანი გავრცელდა, მან მარტის თვის ძალადობრივი აქციების მხარდასაჭერად, აქციებს მშვიდობიანი უწოდა
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.