Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ეკონომიკა

ევროკომისია: საქართველოში ინფლაციის ზრდა ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების მკვეთრმა მატებამ განაპირობა

მარშალ პრესი 18/11/2026
eurokomisia

ევროკომისია 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას პროგნოზირებს. 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, თუმცა არსებული ინფლაციური წნეხის ეტაპობრივი შემცირების შედეგად ფასების ზრდის ტემპი მომდევნო წელს უნდა შენელდეს.

დადებითი მოლოდინებია სახელმწიფო ფინანსების მიმართულებითაც. ევროკომისიის პროგნოზით, საქართველოს სახელმწიფო ვალი 2026 წლის ბოლოს მშპ-ის 33%-მდე შემცირდება და მომდევნო წლებშიც კლების ტენდენციას შეინარჩუნებს. ამასთან, საბიუჯეტო დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის დაახლოებით 1.3%-ის დონეზეა მოსალოდნელი, ხოლო 2027-2028 წლებში 2%-ზე დაბლა შენარჩუნდება.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს ზრდის მაღალ ტემპს შეინარჩუნებს, ხოლო 2027-2028 წლებში ეკონომიკური ზრდა 5.5%-6%-ის ფარგლებში იქნება. პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ფართო სექტორულ საფუძველს დაეყრდნობა, მისი მთავარი მამოძრავებელი კი კერძო მოხმარება იქნება

„მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 2026 წელს 7%-ს გადააჭარბებს, ხოლო 2027 და 2028 წლებში 5.5%-6%-მდე შენელდება. ზრდაში მთავარი წვლილი კერძო მოხმარებაზე მოვა“, – აღნიშნულია ევროკომისიის ანგარიშში.

ევროკომისიის პროგნოზით, მომდევნო წლებში საქართველოში საინვესტიციო აქტივობა კვლავ მაღალი დარჩება. აღნიშნულს ხელს შეუწყობს გადავადებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განახლება და კერძო სექტორის მდგრადი საინვესტიციო აქტივობა.

„მოსალოდნელია, რომ ინვესტიციების ზრდა კვლავ ძლიერი დარჩება, რასაც საფუძვლად დაედება გადავადებული სახელმწიფო პროექტების მოსალოდნელი განახლება და კერძო ინვესტიციების მდგრადობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკომისიის 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზი 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტში წარმოდგენილია საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ინფლაციის, შრომის ბაზრის, სახელმწიფო ფინანსებისა და საგარეო სექტორის 2026-2028 წლების შეფასებები.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე: ეს არის პირდაპირი ახსნა იმისა, თუ რა სჯობს, დავუჯეროთ ბრიუსელს, თუ არ დავუჯეროთ
Next: ზურაბ ქადაგიძე: მიჩნდება კითხვები საქართველოში აკრედიტებული ელჩების მიმართ
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.