Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: “ნაცმოძრაობა” მოქმედებს ერთი პრინციპით, რომ მთავარი არის არა ფაქტები, არამედ აღქმები და ახლა სასამართლო დარბაზში ცდილობენ რომ აღქმები შექმნან, თითქოს, არც მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნა მოუთხოვიათ, არასდროს მოუთხოვიათ თურმე სანქციები და ამავდროულად “ლელოს” საარჩევნო კამპანია იყო ზუსტად ამ ყველაფერზე ნაწარმოები

მარშალ პრესი 18/11/2026
archil gorduladze

უშუალოდ ჩხრეკა-ამოღების საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა, მაგალითად, ლემონჯავა, რომელიც ახლა არის “ახალის” წევრი და ერთ-ერთი წარმომადგენელი და მანთქვა, რომ თითქოს არ ახსოვს, რა ამოიღეს “დროას“ ოფისიდან, ერთადერთი სურათები ახსოვს, სურათები დამიბრუნეთო. ეს როგორი უტიფრობაა, საზოგადოება შეაფასებს, მაშინ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილებისთვის დასამზადებელი ნივთიერებები და პიროტექნიკა ამოიღეს ამ ოფისიდან და ლაივში ელენე ხოშტარია გამოდიოდა და ამბობდა, შემდეგ სოციალურ ქსელში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ დიახ, იგი იყო ამ აქციების დამაორგანიზებელი და ამ აქციებზე უნდა გამოყენებულიყო ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ფეიერვერკები და მოლოტოვის კოქტეილები, რომლებიც შემდეგ უკვე გამოყენებული ვნახეთ კიდეც მანამდეც და შემდეგაც, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მედიასთან საუბრისას.

მისი განცხადებით, ოპოზიცია თავის გადარჩენას ტყუილით ცდილობს და სასამართლო დარბაზში ცდილობენ ცრუ აღქმების შექმნას.

“კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ტყუილით ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული პარტიები, თავის გადარჩენას – ასეთი სტრატეგია აქვთ არჩეული და ტყუილი რამდენად კარგი სტრატეგიაა, ალბათ, ეს ბატონ ზაზა ბიბილაშვილს უნდა ჰკითხოს ნაციონალურმა მოძრაობამ, იმიტომ, რომ კლასი უნდა აჩვენოს და კლასი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ტყუილების ლაპარაკია და უტიფრად საზოგადოებისთვის სიცრუის შესაღება რეალობად, კი ბატონო, იყოს მათთვის კლასი, კიდევ აჩვენებენ, რა “კლასის” წარმომადგენლები არიან “ნაცები” და მათთან მიტმასნილი პარტიები.

“ნაცმოძრაობა” მოქმედებს ერთი პრინციპით, რომ მთავარი არის არა ფაქტები, არამედ აღქმები და ახლა მათ შორის სასამართლო დარბაზში ცდილობენ რომ აღქმები შექმნან, თითქოს არც მოხალისეების ჩარტერული რეისით გაგზავნა უკრაინაში მოუთხოვიათ, რაც აპრიორი გამოიწვევდა საქართველოში ცეცხლის და უბედურების გაჩენას, რაც უკრაინაში ახლა ხდება, არასდროს მოუთხოვიათ თურმე სანქციები და ამავდროულად “ლელოს” საარჩევნო კამპანია იყო ზუსტად ამ ყველაფერზე ნაწარმოები, თითქოს “ლელოს” წარმომადგენლები ისე გამოდიოდნენ, რომ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიაც კი არ აქვთ წაკითხული. ისევე, როგორც მაგალითად საუბრობდნენ, რომ არ გვაქვს წაკითხული ის ქარტია, რასაც ხელი მოვწერეთო და ამას ამბობდა ყველა პარტია, რომელიც სასამართლოს სხდომაზე არის წარმოდგენილი. ორი ვარიანტია: ან მათმა პატრონებმა უფლება არ მისცეს, რომ წაეკითხათ და წაუკითხავად დათანხმების დავალება გასცეს, ან მეორე ვარიანტია, რომ წაკითხულიც აქვთ, გააზრებულიც აქვთ და ახლა უბრალოდ ურცხვად იტყუებიან.“ – განაცხადა გორდულაძემ.

Post navigation

Previous: ნანა კაკაბაძე: საქართველოში კვლავ მოქმედებს აგენტურა, ძირითადად, “მდიდარი ენჯეოები”. სწორედ ამ NGO-ების წარმომადგენლებმა დააფუძნეს რამდენიმე დღის წინ “სოციალ-დემოკრატიული” პარტია, რითაც ცდილობენ ძველი სახელგატეხილი და მიუღებელი გარე აგენტურის ჩანაცვლებას ახალი სტატუსით
Next: შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: ტყუილს მართლა მოკლე ფეხები აქვს. ეს არის თაღლითების მიერ, თაღლითური მიზნით შექმნილი პარტია
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.