Skip to content
18/11/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: მოსამართლეებს შეუძლიათ თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. შესაბამისად, არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, რადგან ამას თავისი შედეგები ექნება მოსამართლეების მხრიდან

მარშალ პრესი 18/11/2026
tengiz sharmanashvili

ჩვენი მთავარი პოზიცია შემაჯამებელ სიტყვაში იქნება. მაგრამ ყველა პარტიასთან გვექნება შესაბამისი შეკითხვები მათი პოზიციების დასაზუსტებლად,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.

„მათი შეპასუხებიდან ჩვენ უკვე ვიცით მათი პოზიცია. მოსამართლეებსაც ჰქონდათ უამრავი კითხვა და ამიტომ, რა თქმა უნდა, იმას აღარ გავიმეორებთ. არც არის ეს მიზანშეწონილი. ჩვენ გვინდა კონკრეტული საკითხების დაზუსტება, რომელიც მათ უარყვეს და სინამდვილეში ასე კი არა ისე იყო. ამიტომ რაღაცებს დავაზუსტებინებთ. ჩვენი მთავარი პოზიცია რა თქმა უნდა, საბოლოო შემაჯამებელ სიტყვაში იქნება. მაგრამ ყველა პარტიასთან გვექნება შესაბამისი შეკითხვები მათი პოზიციების დასაზუსტებლად“,-აღნიშნა შარმანაშვილმა.

კითხვაზე რას ელოდება მმართველი გუნდის მოპასუხე მხარისგან, შარმანაშვილმა განმარტა, რომ პროცესი ინკვიზიციურია და არავის ურჩევდა ტყუილი ნარატივების გავრცელებას.

„როდესაც აშკარად არის მტკიცებულებები და შენ მას უარყოფ ესეც პასუხია, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ მოსამართლეებისთვის. მთავარია მათ ჩამოუყალიბდეთ შინაგანი რწმენა და ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენს სარჩელს აქვს საფუძველი. მათ უნდა დაარწმუნონ მოსამართლეები რომ ამას საფუძველი არ აქვს. მოსამართლეებს შეუძლიათ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ იმიტომ, რომ ეს პროცესი ინკვიზიციურია, მათ შეუძლიათ თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას იმიტომ, რომ ამას ძალიან ხანმოკლე დრო ექნება და თან შეირცხვენენ კიდევაც თავს და ამას თავისი შედეგებიც ექნება მოსამართლეების მხრიდან“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

Post navigation

Previous: თენგიზ შარმანაშვილი: მოსამართლეებს შეუძლიათ თავისი ინიციატივით გამოითხოვონ მასალები თუ რაღაცის დაზუსტება დასჭირდებათ. შესაბამისად, არავის ვურჩევდი ტყუილი ნარატივების გავრცელებას, რადგან ამას თავისი შედეგები ექნება მოსამართლეების მხრიდან
Next: არჩილ გორდულაძე: ყველა კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს
f გამოგვყევი Facebook-ზე ↗

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.