Skip to content
03/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან

მარშალ პრესი 14/07/2022
გია აბაშიძე

რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ევროკავშირის ელჩის პასუხს ეხმიანება, რომ „კანდიდატის სტატუსი დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას არ გულისხმობს“.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადება სრულ თანხვედრაშია დასავლელი დიპლომატების განცხადებებთან.

„მერამდენედ მიწევს იმის თვალსაჩინოდ წარმოჩენა, რომ რასაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, თანხვედრაშია დასავლელი ლიდერებისა და დიპლომატების განცხადებებთან. თავმოყვარე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ სპეციალისტი ამდენს უსაგნოდ არ “იღლიცინებდა” საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსთან დაკავშირებულ გზავნილებზე. თუმცა, როცა სუბიექტი აფილირდება “ნაციონალური მოძრაობის” ფლანგთან, იქ თავმოყვარეობაზე, პროფესიონალიზმსა და ობიექტურობაზე საუბარი არარეალურია“- წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: კიდევ ერთხელ მივმართავთ დამატებითი კითხვით შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში
Next: რომ არ იყოს ეჭვები ან გადაჭარბებული შეფასებები, საჭიროა შეერთებული შტატების ელჩმა გასცეს კონკრეტული და გასაგები პასუხი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.